თურქეთის აღმოსავლეთით, ქალაქ ბინგოლის სიახლოვეს 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 1, ხოლო დაშავდა 9 ადამიანი.
მათივე ცნობით, ჩამოინგრა სამხედრო სამეთვალყურეო კოშკურა, სადაც ერთი ადამიანი იმყოფებოდა.
გარემოსა და ურბანიზაციის მინისტრმა მურატ კურუმმა განაცხადა, რომ რეგიონში გაგზავნეს სამაშველო ჯგუფები და ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება ინციდენტს.











