პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს და ევროკავშირის დროშის დახევას ეხმაურება.
როგორც კახა კუჭავა ამბობს, ევროკავშირის დროშის დაშვება მიუღებელია.
„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!
მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.
უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან“,- ამბობს კახა კუჭავა.
ცნობისთვის, 6 ივლისს პარლაენტთან მშვიდობიანმა მოქალაქეებმა მდუმარე აქცია ჩაატარე, რომელსაც „თბილისი პრადიცი“ შეუერთდა. მდუმარე აქციის პარალელურად, რუსთაველზე მოძალადე ჯგუფები გამოჩნდნენ, რომლებსაც პოლიცია აკავებდა. მას შემდეგ, რაც მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, მოძალადე ჯგუფები პარლამენტის წინ მიცვივდნენ და ევროკავშირის დროშა ჩამოხიეს.











