fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მიუხედავად ნებართვისა, მთის სასტუმროები 10 დღის დაგვიანებით გაიხსნება – მენეჯმენტი მიზეზს ასახელებს

01:25 March 2, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
837
ნახვა

საქართველოს მთავრობამ ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე – ბაკურიანში, გუდაურში, მესტიასა და გოდერძიზე სასტუმროებს 25 თებერვლიდან გახსნის უფლება მისცა – ბიზნესისთვის ეს ინფორმაცია მხოლოდ 24 თებერვალს გახდა ცნობილი. სამი თვის შემდეგ, ზამთრის კურორტებზე სასტუმროებს გახსნის შესაძლებლობა მიეცათ. მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორი დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვდა, მთავრობამ, ბიზნესს გახსნის გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი დღით ადრე შეატყობინა.

Inn ჯგუფში, რომელიც სასტუმროებს გუდაურში და ბაკურიანში ფლობს, ამბობენ, რომ სასტუმროს გახსნის გადაწყვეტილება მათ დღეს მიიღეს, რადგან 25 თებერვალს მისი გახსნა ვერ შეძლეს. “Inn ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორის ერეკლე კოკაიას თქმით, ერთ დღეში ერთი წლის განმავლობაში დაკეტილი სასტუმროს გახსნა რთულია, რადგან თანხების მობილიზების გარდა, სხვა ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო, მათ შორის თანამშრომლების დროული შეკრების საკითხიც. სასტუმროს ორივე კურორტზე ამჟამად ჯავშნები უკვე მიღებული აქვს და პირველი სტუმრის მოლოდინშია.

“მოთხოვნა როგორც ველოდებოდით ბაკურიანში მაღალია, რადგან საქართველოს მოქალაქეები იქ უფრო ხშირად ჩადიან, თუმცა გუდაურში განსხვავებული სიტუაციაა, რადგან ამ კურორტს უფრო მეტად ყოველთვის უცხოელი ტურისტები სტუმრობდნენ.

გუდაურში ამჟამად დამსვენებლების დეფიციტია. გუდაურში დამსვენებლები სასრიალოდ ჩამოდიან და სანამ საბაგიროები არ გაიხსნება, მასზე დიდი მოთხოვნა არ იქნება”, – განაცხადა ერეკლე კოკაიამ.

25 თებერვალს არ გახსნილა „მარკო პოლო გუდაურიც“. სასტუმროს ბიზნესის განვითარების მენეჯერი გვანცა მირზიაშვილი განმარტავს, რომ მთის კურორტზე ყველაზე მოთხოვნადი საბაგიროებია, ხოლო რადგან მთავრობის გადაწყვეტილებით მისი ჩართვა 8 მარტამდე არ მოხდება, სასტუმრო 6 მარტს გაიხსნება და შედეგად ჯავშნების მატებაც დაიწყება. “მარკო პოლოში” ასევე აღნიშნავენ, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე მომსახურებაზე ფასები შეამცირეს.

“გუდაური თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე სრულფასოვნად ვერ ფუნქციონირებს. 9 თვის განმავლობაში დაკეტილი სასტუმროს ერთ დღეში გახსნა შეუძლებელია. სასტუმროს გახსნა, გასაღების გადატრიალება არ არის და მის გახსნას თანამშრომლების მობილიზება, უამრავი ხარჯის გაწევა და დაგეგმვა სჭირდება ისე, რომ სტუმრები სრულფასოვნად მივიღოთ.” – აღნიშნა გვანცა მირზიაშვილმა.

წყარო: bm.ge

 

 

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია