fbpx
30/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მიუხედავად პანდემიისა, აჭარის ბიუჯეტი 3,2%-იანი ზრდით დაიგეგმა

13:28 October 26, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
783
ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აჭარაში ბოლო კვირაში შექმნილ ეპიდსიტუაციას აფასებს. როგორც იგი ამბობს, ამ დროის განამვლობაში ყველაფერი გაკეთდა, რომ აჭარაში სიტუაცია დასტაბილურებულიყო. მან ყურადღება პოლიტიკურ პარტიებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ რიგირ პოლიტიკოსები აგიტაციისგან თავს მაინც ვერ იკავებენ.

„ბოლო კვირეების განმავლობაში მაქსიმალურად შევძელით, რომ ეპიდვითარება დაგვესტაბილურებინა რეგიონში, ცენტრალური მნიშვნელობის სამუშაო ჯანდაცვის სამინისტრომ გასწია და შესაბამისად, სისტემატურად სრულად არის დალაგებული, როგორც პაციენტების მართვა ოჯახზე და ასევე სტაციონარში.

ჩვენთან პირველად – პილოტურად აჭარაში კოვიდსასტუმროები ამოქმედდა. ყველა პაციენტს, რომელსაც ესაჭიროება, ძირითადი სამედიცინო სერვისები ხელმისაწვდომი აქვს.ტრანსპორტი გავხსენით და შესაბამისად მობილობა გაიზარდა, ასევე პოლიტიკური პროცესია და ქვეყანაში ძალიან მალე არჩევნები გაიმართება.

წინასაარჩევნო პერიოდში, რიგი საარჩევნო აგიტაციიდან გამომდინარე, რიგი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ვერ იკავებენ თავს იმ მოწოდებებისგან და რეკომენდაციებისგან, რაც ეპიდემიოლოგებისგან გვაქვს. მე მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ პირადი პოლიტიკური ამბიციების გამო, ნუ დააყენებენ საფრთხის ქვეშ,  ჩვენი მოქალაქეების  განსაკუთრებით ჩვენი ბათუმელების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.​ მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები, რომელიც გვაქვს და შეკრებებიც ამ წესების დაცვით გააკეთონ. ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობით, ერთობლიობითა და წესების დაცვით, აუცილებლად შევძლებთ ვითარების სტაბილურად მართვას მომავალშიც“,- აღნიშნა მან.

თორნიკე რიჟვაძის განმარტებითვე, აჭარაში პანდემიის მიუხედავად ეკონომიკური პროექტები არ გაჩერებულა და ბიუჯეტიც ჩვეულ რეჟიმში დაიგეგმა.

„მიუხედავად  გლობალური პანდემიისა, ეკონომიკურმა გუნდმა მოახერხა და დაიგეგმა ბიუჯეტი 3,2  მეათედი ზრდით, რეალურად ეს ნიშნავს, რომ არცერთი პროექტი, არცერთი  ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი არ გაჩერდება.იცით, რომ გარკვეული ვალდებულებები გვქონდა აღებული კულტურისა და განათლების სფეროში მოღვაწე მუშაკების ხელფასების ზრდის ნაწილში, შესაბამისად, არც ეს ვალდებულებები იქნება გადავადებული, შესაბამისად ამ წლის ბიუჯეტში შესრულდება.

დიდი და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც იყო დაგეგმილი შეუფერხებლად  განხორციელდება, მუნიციპალური კუთხით კაპიტალური ტრანსფერები გვაქვს გათვალისწინებული. ბიუჯეტი  349 მილიონ ლარზე იგეგმება და კაპიტალური ტრანსფერის ნაწილი 75 მილიონი იქნება 6  მუნიციპალიტეტისთვის, რაც მისცემს საშუალებას, რომ მათ შორის ბათუმმა და სხვა მუნიციპალიტეტებმა, არ გადაავადონ კონკრეტული პროექტები.

არც ერთ მუნიციპალიტეტს ბიუჯეტი არ შემცირებია, მათ შორის ხელვაჩაურს დაემატება, რადგან სტიქიურმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, ამიტომ  ხელვაჩაურისთვის დამატებით 2 მილიონი ლარი იქნება გათავალისწინებული ტრანსფერის ნაწილში, ასევე აქტიურად მიმდინარეობს მზადება-ციტრუსის შტაბი აქტიურად მუშაობს.

ჩვენ მნიშვნელოვანია, რომ  ყველა ფერმერმა ხურმა თუ მანდარინის რეალიზაცია შეძლოს. სამინისტროს ევალება მათი მხარდაჭერა, ეს იქნება ლოჯისტიკური თუ გასაღების ბაზრების მიმართულებით”,- განაცხადა რიჟვაძემ.

თეგები: თორნიკე რიჟვაძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ორთაჭალის ქუჩის მონაკვეთი ორმხრივად ჩაიკეტება

November 24, 2021
821
საზოგადოება

ვაქცინირებულებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები დღის წესრიგში დგას და კიდევ უფრო მეტი იქნება შემდეგი თვიდან – თორნიკე რიჟვაძე

August 29, 2021
788
პოლიტიკა

რიჟვაძე: პრემიერის მეთაურობით, უკვე შესაძლებელია, ქვეყნის მასშტაბით გვქონდეს ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე და არავინ დარჩეს სახელმწიფო ზრუნვის გარეშე

August 18, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია