მკვლელობა თიანეთის მთებში – გარდაცვლილი და სავარაუდო მკვლელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანიდან არიან.
მოკლულია 65 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც მწყემსად მუშაობდა.
სასიკვდილო ჭრილობა, მას სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცმა მიაყენა, რომელთანაც გარდაცვლილი მწყემსად მუშაობდა.
მამაკაცს ცივი იარაღი ზურგში აქვს ჩარტყმული.
რა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი, ამ დროისათვის უცნობია. გარდაცვლილის ოჯახი, მედიასთან კონტაქტზე უარს ამბობს.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც სავარაუდოდ, დანაშაული ჩაიდინა, პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს.











