ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი, მეუფე იოანე ამბობს, რომ მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მიულოცოს, რადგან ეს ქვეყანაში მშვიდობას მოიტანს.
როგორც მიტროპოლიტი ამბობს, არჩევნებში მონაწილეობა თავადაც მიიღო.
„არჩევნებს ქართველებთან ერთად უცხოელებიც ესწრებოდნენ და იმათ უნდა თქვან, როგორ ჩატარდა არჩევნები. მე ვიყავი არჩევნებზე და ხმა მივეცი. მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს. ამერიკაში ტრამპიც იძახის გაყალბდაო, მაგრამ დაამტკიცოს“, – განაცხადა მეუფე იოანემ.











