ამერიკული კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 25-დან 37 ამერიკულ დოლარამდე ეღირება, – ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა, სტეფან ბანსელმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მისივე თქმით, ვაქცინის ფასი შეკვეთების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. წლის ბოლომდე Moderna ვაქცინის 20 მილიონი დოზის გამოშვებას აპირებს. ამ ეტაპზე, კომპანიასთან მოლაპარაკებას ევროკომისიაც აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ წინასწარი კვლევებით, ამერიკული კომპანია Moderna-ს ახალი ვაქცინა 94,5 %-ით ეფექტურია.
კომპანია სწრაფი ლიცენზირებისთვის თავიანთ ვაქცინას აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) უახლოეს მომავალში წარუდგენს.
ყველაფერი ახალი ვაქცინის შესახებ – დაასრულებს თუ არა პანდემიას Moderna (მიმოხილვა)











