თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 30 ივლისიდან სამი დღის განმავლობაში, ღამის საათებში ჭავჭავაძეზე მოძრაობა შეიზღუდება.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მძღოლებისთვის იქნება გარკვეული პერიოდი ადაპტაციისთვის.
„30 ივლისიდან სამი ღამის მანძილზე, ღამის 12 საათიდან დილის 4 საათამდე ვარაზისხევიდან, წერეთელი თამარაშვილის ქუჩებამდე ჭავჭავაძის გამზირი ჩაიკეტება.
მოტივი არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაიწყებს მოძრაობას და სატესტო რეჟიმში მძღოლებმა გაიარონ ეს მონაკვეთი. პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დახაზვითი სამუშაოები დასრულდება, საპატრულო პოლიციის დახმარებით და შესაბამისი სამსახურების ჩართულობით დაიწყება ახალი სქემით მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირზე. ყველანაირად შევეცდებით, რომ მძღოლებს ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა კალაძემ.











