„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივსნი, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, წინადადებები, რითაც „გირჩი“ და ალეკო ელისაშვილი მიდიან მათთან, განხილვას ექვემდებარება, თუმცა, აზრს მოკლებულია.
„ჩვენ მოლაპარაკებებსა და შეხვედრაში პრობლემას ვერ ვხედავთ, თუმცა არ მგონია, ამ დღეებში შევძლოთ შეხვედრა, ვინაიდან გიორგი ვაშაძე ამერიკიდან ჩამოვიდა და რამდენიმე დღე მოუწევს თვითიზოლაციაში ყოფნა.
რაც შეეხება იმ წინადადებებს, რითაც „გირჩი“ და ალეკო ელისაშვილი მოდიან, რა თქმა უნდა, განხილვას ექვემდებარება, მაგრამ ამ ეტაპზე აზრს მოკლებული მგონია, რადგან თუ ხელისუფლება მზად არის და ამ წინადადებებით მოდის ჩვენთან, მაშინ მეხუთე რაუნდი უნდა გაიმართოს პირდაპირ და ამ მეხუთე რაუნდზე უნდა შევთანხმდეთ ყოველივე ამაზე, ეს არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
„გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს.









