„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ დაპირისპირებულ თანაპარტიელებთან მოლაპარაკებების რესურსი აღარ არსებობს და მათი გზები საბოლოოდ გაიყარა.
მისი თქმით, სამართლიანი იქნება, რომ პარტიის სახელწოდება და ვებ-გვერდი დარჩეს მას.
„გამოვრიცხავ მოლაპარაკებებს და იმას, რომ ისევ ერთიანად გავაგრძელოთ. მაგის რესურსი აღარ არსებობს. პროცედურა რა იქნება, მაგას ვნახავთ. მაგას გადაწყვეტს ის ხალხი, ვინც არიან გირჩში“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც დღეს „ლეიბორისტულ პარტიაში“ ოპოზიციის შეხვედრას არ დაესწრო.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მასთან დაპირისპირებული თანაპარტიელები, იაგო ხვიჩია და ვახტნაგ მეგრელიშვილი.
„გირჩი არ არის არც იაგოსი, არც ზურასი და არც ვახოსი. გირჩი არის იმ ადამიანების, ვისაც ამ იდეის სჯერა“, – აღნიშნა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მისულმა იაგო ხვიჩიამ.
ჯერჯერობით უცნობია, საბოლოოდ ვის დარჩება პარტია და როგორ გააგრძელებენ პოლიტკურ საქმიანობას თანაპარტიელები.











