„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
„ხმა მივეცი კარგ, ნორმალურ ცხოვრებას. მოლოდინი მაქვს, რომ უნდა მოვიგოთ“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის პირველ ნომერს, ბუბა კიკაბიძეს საარჩევნო უბანი შეეშალა. ბუბა კიკაბიძე ხმის მისაცემად #6 საარჩევნო უბანზე მივიდა, თუმცა ის ხმის მისაცემად #4 საარჩევნო უბანზე უნდა მისულიყო.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











