მომავალი წელი იქნება ეკონომიკის აღდგენის წელი და გაიზრდება სულ მცირე 4,3%-ით ჩვენი ეკონომიკა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სავალუტო ფონდმა გაფართოვებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში საქართველოს დამატებითი დახმარება გამოუყო.
“სავალუტო ფონდმა დაამტკიცა გაფართოვებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში მორიგი დახმარება საქართველოსთვის 113.7 მლნ დოლარის ოდენობით, შეგახსენებთ, რომ საქართველოდო არის დიდი ხნის ტრადიციული და სანდო პარტნიორი სავალუტო ფონდისთვის”, – განაცხადა თურნავამ.











