მომდევნო დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკლებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, ძლიერი ქარია მოსალოდნელი. თბილისში ტემპერატურა 17 გრადუსამდე დაიკლებს. ძლიერი ქარი იქნება თბილისშიც.
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში სინოპტიკოსები წვიმასა და ელჭექს, მთაში კი თოვლსა და ქარბუქს ვარაუდობენ.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 12 მაისიდან ტემპერატურა მთელი ქვეყნის მასშტაბით ისევ მოიმატებს.











