მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს, მეორე ეტაპისთვის დარეგისტრირება თავიდან მოუწევთ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც გაბუნია ამბობს, ვაქცინაციის მეორე ეტაპი მოქალაქეებს ყველაზე ადრე 15 მაისს უწევთ.
„ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, 2 კვირა უნდა გავიდეს, 15 მარტს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. ხელახალი რეგისტრაცია იქნება საჭირო, რადგან მოქალაქემ რიგი თავისი სურვილის მიხედვით უნდა ამოარჩიოს და ჩაეწეროს, ეს გამოცხადდება და გაიხსნება თავიდან რეგისტრაციის პორტალი. „ფაიზერს“ რაც შეეხება, 3-კვირიანი ინტერვალი უნდა გავიდეს და ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, ესეც იქნება იგივე პრინციპით. აპრილის ბოლოს, „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზები უნდა მივიღოთ, „ფაიზერის“ დოზების მცირე რაოდენობა „კოვაქსისდან“ ივნისის თვეში უნდა მივიღოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, საქართველოში „ასტრაზენეკის“ ვაქცინით აცრა 15 მარტს დაიწყო.











