ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„პრაიმტაიმნიუსი“ დამატებით დეტალებს არკვევს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.











