გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები დააზიანოს.
მეტეოროლოგიური პროგნოზი საქართველოს ქალაქებში ასეთია:
თბილისი – ღამით -3°, დღისით +3°, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
სოხუმი – ღამით -3°, დღისით +5°, უმეტესად უნალექოდ.
ბათუმი – ღამით -2°, დღისით +3°, მოთოვს.
ფოთი – ღამით -2°, დღისით +3°, მოსალოდნელია თოვლი.
ზუგდიდი – ღამით -5°, დღისით კი +3°, უნალექო ამინდი იქნება.
ქუთაისი – ღამით -1°, დღისით +1°, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
მესტია – ღამით -17° და დღისით -6°, უმეტესად უნალექოდ.
ბორჯომი – ღამით -8°, დღისით კი -2°, სინოპტიკოსები თოვლს პროგნოზირებენ.
ახალციხე – ღამით -8° იქნება, დღისით კი -3°, მოსალოდნელია თოვლი.
ცხინვალი -ღამით -6°, დღისით 0°, მოსალოდნელია თოვლი.
რუსთავი – ღამით -4°, დღისით +2°, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
თელავი – ღამით ტემპერატურა -5°, დღისით კი +1°, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
ლაგოდეხი – ღამით -4°, დღისით -5°, უმეტესად უნალექოდ.
სიღნაღი – ღამით -5°, დღისით კი +4°, უნალექოდ.
ცაგერი – ღამით -9°, დღისით კი -4°, უმეტესად უნალექოდ.
ბახმარო – ღამით -17°, დღისით -9°, მოთოვს.











