fbpx
11/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მოსკოვიდან მიღებული თანხებით საქართველოში გადატრიალების მოწყობა სააკაშვილის მხრიდან არახალი ამბავია – დავით ქართველიშვილი

12:27 November 26, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
2.3k
ნახვა

„ლუცენკოს ინფორმაციით, აღნიშნული გარიგების დამადასტურებელი სატელეფონო საუბრების ექსპერტიზა უკვე დასრულებულია და სააკაშვილის ხმის ავთენტიკურობა დამტკიცებულია. ისევე, როგორც დამტკიცებულია მის მიერ კურჩენკოსაგან მოსკოვიდან დანომრილი თანხის მიღებისა და საკუთარ მხარდამჭერებზე დარიგების ფაქტი.  მოსკოვიდან მიღებული თანხებით საქართველოში გადატრიალების მოწყობა – სააკაშვილის მხრიდან არახალი ამბავია, მაგრამ ერთია, ამაზე ჩვენი, „მიკერძოებული“ აზრი და სულ სხვაა, უკრაინაში ცნობილი ფიგურის და ვანო მერაბიშვილის პირადი მეგობრის მოსაზრება“, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც ქართველიშვილი წერს, ლუცენკო კარგად წარმოაჩენს მიხეილ სააკაშვილის მოტივაციას მის ქმედებებზე.

„უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის და შიდაპოლიტიკურ სამზარეულოში კარგად ჩახედული იური ლუცენკოს მოსაზრება მიხეილ სააკაშვილზე იმ კუთხით არის გასააზრებელი, რომ ახალი რაკურსით წარმოაჩენს ჩვენთვის კარგად ცნობილ აქსიომას და დღევანდელი ტუსაღის ძირითად მოტივაციას მის ყოველ მოქმედებაში. ეს არის – ფული. ფული – რომელსაც „სუნი“ არ გააჩნია. ლუცენკოს მიერ აღწერილი სააკაშვილის ფსიქოპორტრეტი, მასში გაბატონებული, იუდა ისკარიოტისეული ვერცხლისმოყვარეობის გარდა, მოიცავს მის უსაზღვრო ნარცისიზმსა და ეგოცენტრიზმს, რაც განაპირობებს მის ყოველ ცხოვრებისეულ ნაბიჯს. მაგრამ, ეს „იქით“ იყოს – ლუცენკო ჩვენს ყურადღებას კრიმინალ სააკაშვილზე ამახვილებს, რომლის უკანონო შემოსავლების ერთ-ერთი წყარო ბოლო დრომდე – მოსკოვი იყო. სააკაშვილის მიერ „ბრწყინვალების ორდენით“ დაჯილდოებული ექსპრეზიდენტი იანუკოვიჩი და მისი მმართველობის პერიოდის, ასევე უკრაინიდან გაქცეული და ძებნილი ოლიგარქი კურჩენკო, დიდძალი თანხის საფასურად ჩვენი ტუსაღისაგან დაპირებად მიიღეს, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში – სააკაშვილი მიაღწევდა იანუკოვიჩისა და კურჩენკოს მიმართ აღძრული ყველა სისხლის სამართლის საქმის დახურვას. ლუცენკოს ინფორმაციით, აღნიშნული გარიგების დამადასტურებელი სატელეფონო საუბრების ექსპერტიზა უკვე დასრულებულია და სააკაშვილის ხმის ავთენტიკურობა დამტკიცებულია. ისევე, როგორც დამტკიცებულია მის მიერ კურჩენკოსაგან მოსკოვიდან დანომრილი თანხის მიღებისა და საკუთარ მხარდამჭერებზე დარიგების ფაქტი. მოსკოვიდან მიღებული თანხებით საქართველოში გადატრიალების მოწყობა – სააკაშვილის მხრიდან არახალი ამბავია, მაგრამ ერთია, ამაზე ჩვენი, „მიკერძოებული“ აზრი და სულ სხვაა, უკრაინაში ცნობილი ფიგურის და ვანო მერაბიშვილის პირადი მეგობრის მოსაზრება“ – წერს დავით ქართველიშვილი faceboook-ზე.

 

თეგები: დავით ქართველიშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ნოდარიკომ შემოგვთავაზა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მამხილებელი “პიესა”

September 5, 2021
838
პოლიტიკა

გახარიას პარტიის „მარჯვენა“ და „მარცხენა“ კიდურები სააკაშვილთან და კეზერაშვილთან ოდესღაც დაახლოებული იმდროინდელი მაღალჩინოსნები არიან – ქართველიშვილი

June 3, 2021
847

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია