დღეს, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი, ადვოკატთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროში მივა. მანამდე, გარდაცვლილის დედამ თეონა თამაზაშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც სამინისტროში კითხვებს დასვამს. ასევე, თამაზაშვილი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.
„დარბიან ვირთებივით რომ შეკერონ მასალები. მე ამას არ დავუშვებ, ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება. დამისახელონ ის სამი ადამიანი ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა, თორემ დაძრულია მთელი საქართველო. სლენგიც არის შექმნილი რომ არის მკვლელი მთავრობა, ჯობია გონს მოეგონ. სანამ გადაუყოლებიათ ნაბანი წყლისთვის ბავშვი და მთავრობა, დაასახელონ სამი ადამიანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა და ვინც ჯგუფურად მოკლა ჩემი შვილი.
მოვითხოვ გახარიასთან შეხვედრას, პირადად მინდა ვესაუბრო,- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.











