მე მინდა მოვუწოდო გრიგოლ ვაშაძეს, აუცილებლად მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურში, იმიტომ, რომ თვითონაც მებრძოლი ადამიანია, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაზა ლომინაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩემი ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძე ამჟამად არ იმყოფება ქუთაისში და მის შტაბებში აქტივობები არ შეინიშნება, მე მადლობას ვუხდი მას კონსტრუქციული ნაბიჯებისთვის და მასაც არაერთხელ გადაუხდია მადლობა საარჩევნო კამპანიის სწორად და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებისთვის.
მე მინდა მივუწოდო გრიგოლ ვაშაძეს, აუცილებლად მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურში, იმიტომ, რომ თვითონაც მებრძოლი ადამიანია. ჩემთვისაც მნიშვნელოვანია ქუთაისში გამარჯვების მოპოვება და აუცილებლად ვაპირებ ამის მიღწევას და თუ გრიგოლ ვაშაძე აქ იქნება და მიიღებს მონაწილეობას, ეს ორმაგად მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ლომინაძე.











