უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარძე პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიღებულ დოკუმენტს ეხმაურება.
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს შეუერთდნენ მიღებულ დოკუმენტს.
„რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, მათ მოვუწოდებ ან შემოურთდნენ ამ დოკუმენტს, ან მოუწევთ ახსნან, რის გამო არ უერთდებიან. პრაქტიკულად მათ არგუმენტები აღარ რჩება. ვტოვებთ პირობას რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში თუ შემოვლენ, შეიქმნება საგამოძიებო კომისია. თუ დადასტურდება დარღვევები, ჩვენ თანახმა ვართ ჩავატაროთ ხელახალი არჩევნები.
მეხუთე რაუნდი დამოკიდებულია იმაზე, ისინი შემოუერთდებიან თუ არა დოკუმენტს, ისაუბრებენ თუ არა პირობებეზე და დაუბრუნდებიან თუ არა მოლაპარაკბეის მაგიდას ოდნავ კონსტრუქციული დამოკიდებულებით“,- განაცხადა მამუკა მდიანრაძემ.
ელისაშვილმა და იოსელიანმა პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება მიიღეს











