fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მოვუწოდებ ორივე ქვეყანას, არ ჩაერთონ სამხედრო კონფლიქტში! – ევროსაბჭოს გენერალური მდივანი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე

15:35 September 27, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
886
ნახვა

მოვუწოდებ ორივე ქვეყანას, არ ჩაერთონ სამხედრო კონფლიქტში, – ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაშია აღნიშნული.

„ევროპის საბჭოში შესვლამდე ორივე ქვეყანამ აიღო ვალდებულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე და ეს ვალდებულება მკაცრად უნდა იყოს დაცული. ამ რთულ პერიოდებში, ვფიქრობ, სამოქალაქო პირებზე, მათ შორის ბავშვებზე, ქალებსა და მოხუცებზე, რომლებიც კიდევ ერთხელ გრძნობენ თავს დაუცველად – ისევე როგორც ყველა, ვინც კონფლიქტისგან ზარალდება.

ევროპის საბჭოს სახელით, მოვუწოდებ ორივე ქვეყნის ხელისუფლებას, გააკეთონ ყველაფერი, რომ დაიცვან ადამიანის სიცოცხლე და არ ჩაერთონ სამხედრო კონფლიქტში. ძალისხმევა არ უნდა დაიზოგოს ესკალაციის შესაჩერებლად. ამ სიტუაციაში, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, რათა დავეხმაროთ წევრ ქვეყნებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში“, – აღნიშნულია  განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით კი, მთიანი ყარაბაღის მიმართულებით შეტევა აზერბაიჯანის მხრიდანაა დაწყებული.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანული ვერტმფრენისა და უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებას იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.

თეგები: ევროპის საბჭოკონფლიქტი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ევროსაბჭო ვანო მერაბიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

March 15, 2021
1.7k
მთავარი ამბავი

საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესტუმრა

February 28, 2021
802
პოლიტიკა

სუსი – საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ერთი პირი უკანონოდ დააკავეს

November 21, 2020
794

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია