ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური ვიზიტის ფონზე,როდესაც გამწვავებული კრიზისია ეს რა თქმა უნდა ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და მეც პირადად, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკომფერენციაზე განაცხადა.
“ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური ვიზიტის ფონზე,როდესაც გამწვავებული კრიზისია ეს რა თქმა უნდა ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და მეც პირადად. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ სიტუაციის განეიტრალება მოხდეს. ჩვენი შეხვედრის დროს მე მოვუწოდებ პოლიტიკურ მხარეებს დიალოგისკენ ოპოზიციასთან და მთავრობასთან… მე ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს ლიდერშიფს, მე დარწმუნებული ვარ, რომ აქვს ყველა საშუალება იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მიიღოს, რათა მოხდეს კონსოლიდირება ამ დემოკრატიული ბაზების, არამხოლოდ იმ კავშირში, რომელიც ევროკავშირთან
აქვს არამედ თავისი ბაზების კნოსოლიდაცია, რომ მოხედს ადამიანის უფლებათა დაცვა ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ ადამიანების სურვილები განხორციელდეს, პოლიტიკური სტაბილურობა შეიქმნას, რომელიც ღია დემოკრატიით იქნება გამყარებული, სასამართლო სისტემით, რომ გამყარდეს ურთიერთობა საქართველოდან ევროკავშირს შორის”, – ამბობს შარლ მიშელი
ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელმა პირველ შეხვედრა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართა.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს.
შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.











