„გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს შეთანხმების მიღწევას, რომელსაც ბევრმა პარტიამ და ინდივიდუალურმა პირმა მოაწერა ხელი”, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა.
“მოვუწოდებთ იმ პარტიებს, რომლებსაც შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერიათ, გამოიჩინონ გამბედაობა და მოაწერონ ხელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმულია ნაბიჯია საქართველოსთვის, მისი მომავლისთვის იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს წინსვლა, გააგრძელოს ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის გზა,“- აღნიშნა ელჩმა.











