„სულ მშივრები რომ დავრჩეთ, წავალთ ამაზე, არ გვჭირდება დაფინანსება“,- ამის შესახებ „ლეიბორისტური პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დაფინანსებასთან დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, რამდენად სწორია რომ დაფინანსდეთ, თუ არ შედიხართ პარლამენტში, ნათელაშვილი ამბობს:
„ცივ ქვაზე რომ დავრჩეთ, საერთოდ მშივრები რომ ვიყოთ, ჩამოვივლით თითო-თითო ოჯახს და ყოველდღე თითო ოჯახი გვაჭმევს პურს, წავალთ ამაზე. არ გვჭირდება დაფინანსება. ჩვენ გვჭირდება ქვეყნისთვის ჯანსაღი საარჩევნო სისტემა, სადაც ვერავინ ვერ გააყალბებს და ცხოვრებას აზრი ექნება“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.











