fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მშვიდად, წყანარად შევიკრიბებით და ისევე წყნარადვე დავიშლებით – მაქარაშვილი 20 ივნისის აქციაზე

15:48 June 19, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
938
ნახვა

ხვალ ე.წ. გავრილოვის ღამიდან ერთი წელი გადის.

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი „პრაიმტაიმთან“ სწორედ ხვალ დაგეგმილ აქციაზე საუბრობს.

მისი თქმით, აქციის მთავარი მიზანია, რომ ყველას გვახსოვდეს 2019 წლის 20 ივნისი.

„გავრილოვის სისხლიანი ღამის 1 წლის თავი, ბუნებრივია უნდა იქნას აღნიშნული რუსთაველის გამზირზე.  მიუხედავად იმისა, რომ მერია და არც შსს ოფიციალურ წერილზე არ გვპასუხობს, ჩვენ ხვალ 7 საათზე მაინც შევიკრიბებით და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ.

გვექნება დისტანცია, პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები. ადამიანები აბსოლუტურად უსაფრთხოდ იქნებიან. მოვლენ თავისუფალი ადამიანები აქციაზე, ვინც შარშანდელ 20 ივნისს შეესწრნენ და რომელთაც აღარ უნდათ მსგავსი რამ გამეორდეს. გვექნება ძალიან მშვიდი აქცია და როგორც მშვიდად, წყანარად შევიკრიბებით ისევე წყნარად დავიშლებით, თუ შარშანდელივით „ქართულმა ოცნებამ“ არ გადაწყვიტა ჩვენზე ნადირობა. იქნებიან პოლიტიკოსებიც, ასევე იქნებიან დაზარალებულები, ცნობილი სახეები და იქნება რამდენიმე პერფორმანსი. დაახლოებით 2 საათი გაგრძელდება აქცია.

აქციის მთავარი მიზანია არ დაგვავიწყდეს 20 ივნისი და არ შევეგუოთ ოკუპაციას“, – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ გიგა მაქარაშვილმა.

რა მოხდა 20 ივნისს თბილისში

რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა.

აღნიშნულმა ფაქტმა ოპოზიციის დეპუტატებისა და ქართული საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა, რასაც სამოქალაქო მოძრაობების მხრიდან აქციების დაანონსება მოჰყვა, ხოლო ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წევრების აქტიურობით, პარლამენტში ასამბლეა შეწყდა.

რუსი დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავებას სამოქალაქო მოძრაობების პროტესტი #სირცხვილია მოჰყვა.

აქციის მონაწილეების აქტიურობამ შედეგი გამოიღო და გავრილოვმა ჯერ რედისონის შენობა, შემდეგ კი საქართველო დატოვა.

ამით პროტესტი არ დასრულებულა. ოპოზიციამ კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა, სამოქალაქო აქტივისტებმა კი საღამოს შვიდ საათზე რუსთაველზე, პარლამენტის წინ, ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსეს.

მიტინგის დარბევის დროს 240 ადამიანი დაშავდა, 121-ს პატიმრობა შეეფარდა.

20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა.

 

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია