იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მის მიმართ გაჟღერებულ სიძულვილის ენასა და შეურაცხყოფას გამოეხმაურა.
„სიძულვილის ენა არ უნდა იყოს საარჩევნო კამპანიის ნაწილი, მაგრამ რადგან ვიყავი ამ დღეებში ამგვარი ტიპის გამოხტომების საგანი, ვიტყოდი რომ მე მსხვერპლად თავს არ მივიჩნევ. მნიშვნელოვანია რომ ყველა ის ადამიანი, განსაკუთრებით ქალი, ვინაიდან ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში უნდა იყოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მომავალში, მინდა ყველამ იცოდეს, რომ არაუშავს თუ თავს გვესხმიან, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი საქმე გავაგრძელოთ და განსჯა მივანდოთ საზოგადოებას.
მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ რამდენიმე ორგანიზაციამ, რომელსაც ვერ დავაბრალებთ რომ „ქართული ოცნების“ და ჩემი მხარდამჭერია, თავიანთი აზრი თქვეს. მანამდეროცა „ქართული ოცნების“ ქალ წარმომადგენლებს თავს ესხმოდნენ იყო დუმილი.
მე ამ კონკრეტულ სუბიექტზე, რომელიც კიევში დაბუდებულა კომენტარს არ გავაკეთებ,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.










