მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის განცხადებით, ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების დაკისრებით აშშ-მ მსოფლიო სავაჭრო წესები დაარღვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამი ექსპერტისგან შემდგარმა ჯგუფმა დაადგინა, რომ აშშ-მა სავაჭრო წესები დაარღვია, ვინაიდან ტარიფები მხოლოდ ჩინეთზე ვრცელდება და იმ მაქსიმალურ მაჩვენებლებს აღემატება, რაზეც შეერთებული შტატები იყო შეთანხმებული. გარდა ამისა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს ნაბიჯი სათანადოდ ვერ ახსნა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელიც ჩინეთს ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალური საკუთრების ქურდობაში ადანაშაულებდა, 200 მილიარდი ღირებულების ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები 2 წლის წინ დააწესა.











