Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 159 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსის 159,067,118 შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდს 3,308,740 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 136,632,260-ს შეადგენს.











