Worldometers-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 191 მილიონს გადააჭარბა.
კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.1 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 174 მილიონს აჭარბებს.
ამასთან, მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 12.9 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 34.9 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი, ხოლო მესამეს ბრაზილია იკავებს.











