Worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 190 მილიონს გადააჭარბა.
სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 173,850,834-ს შეადგენს.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 34.9 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი, მესამეს კი ბრაზილია იკავებს.











