“მთავარი კითხვა გომელაურთან არის 5 ივლისთან მიმართებაში, რატომ ვერ უზრუნველყო პოლიციამ 5 ივლისს მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების დაცვა”,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “მოქალაქეების” დეპუტატმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
“ეს არ იყო ერთჯერადი აქტი, მხოლოდ დილით, ეს გრძელდებოდა მთელი დღის განმავლობაში. შსს- ს ჰყავს საკმარისად დიდი რაოდენობის თანამშრომლები, საკმარისი აღჭურვილობა და ტექნიკა აქვთ, რომ მოეხდინათ ეფექტური რეაგირება. ეს კითხვები მექნება ძირითადად მის მიმართ”, – განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტში, რიგგარეშე სესიაზე საქართველოს შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.









