მთავრობა რთველს დაასუბსიდირებს. რქაწითელის და კახური მწვანეს ფასი მინიმუმ 80 თეთრი იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროების შემთხვევში შესყიდვაში სახელმწიფოც ჩაერთვება.
„საერთოდ მეღვინეობა ქართულ ექსპორტში 2012 წელს იყო დაახლებით 2,5% და დღეს არის 6%. ეს არის დარგის განვითარების სერიოზული დინამიკა.
ამიტომ არ შეიძლებოდა, რომ ანტიკრიზისული გეგმა მევენახეებისთვის არ მოგვემზადებინა. ჩვენი გადაწყვეტილებით, მთავრობა მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიში, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები.
ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია. თუ საჭირო იქნა სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში. მაგრამ ყველა შემთხვევაში მევენახეებმა უნდა იცოდნენ, რომ რქაწითელის და კახური მწვანეს მინიმალური ფასი იქნება 80 თეთრი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.











