“ასე გამოიყურება ჩვენი ოფისი დღევანდელი თავდასხმის შემდეგ. მთავრობამ ვერ დაიცვა ხალხი და არ შეაჩერა აგრესიულ ჯგუფების მიერ ჩვენი ქონების განადგურება”,- ამის შესახებ Tbilisi Pride- ის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი “ტვიტრში” წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, დღეს ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა, რომლებიც “ღირსების მარშის” გამართვას ეწინააღმდეგებიან, მედიის წარმომადგენლები სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალადობრივი ჯგუფი თავს ესხმოდა სხვა მშვიდობიან მოქალაქეებსაც.









