„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მტკვრიდან ამოყვანილი ორი არასრულწლოვანიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა.
ის რამდენიმე წუთის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იყო, ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
10 წლამდე ბავშვები რამდენიმე საათის წინ ქვემო ფონიჭალის მიმდებარედ მტკვარში აღმოაჩინეს.
მტკვრიდან ორი ბავშვი მაშველებმა ამოიყვანეს – ერთ-ერთი უგონო მდგომარეობაშია
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილობრივებმა გამოიძახეს მას შემდეგ, რაც შენიშნეს, რომ ბავშვები ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.











