მწერალ გურამ დოჩანაშვილს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა. საპატიო თბილისელები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში გაიმართა და პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ფართო საზოგადოებისთვის ტელევიზიის საშუალებით გადაიცა.
საზეიმო საღამოზე, რომელიც გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა, მისი უკვდავი მელოდიები შესრულდა.
საპატიო თბილისელის წოდება მწერალ გურამ დოჩანაშვილთან ერთად ასევე მიენიჭათ ამირან გამყრელიძეს, თენგიზ ცერცვაძეს, პაატა იმნაძეს, მარინა ეზუგბაიას, ლევან რატიანს, მარინა ენდელაძეს, ლევან გოფოძეს, ელზა ვაშაკიძეს და დავით გადელიას.








