„ლეიბორისტული პარტიის” პრემიერმინისტრობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილია“ – ამის შესახებ პარტიის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი , რომელსაც თავად ნათელაშვილი უძღვებოდა.
„მე მზად ვარ, დავიკავო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი, თუ იქნება ხალხისა და ღმერთის ნება და თქვენი მხარდაჭერა. შედეგად, ჩვენ მეორე დღეს გავიღვიძებთ სრულიად სხვა საქართველოში, სადაც არ იქნება მშიერი, გაჭირვებული, ღატაკი, უმუშევარი, უიმედო, დეპრესირებული, ქვეყნიდან გაქცევის მსურველი ადამიანი, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.











