უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს და ხელისუფლება მზად არის მოლაპარაკებები გაგრძელდეს.
„ვფიქრობ, რომ ამ დღეების განმავლობაში მოლაპარაკების მაგიდასთან აუცილებლად დავსხდებით. ამის გარანტია არის მათ შორის ისეთი პერსონა, როგორიც შარლ მიშელია. ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ შეთანხმებას, რადგან მოლაპარაკებაზე, როცა მხარეები სხდებიან, მათ უწევთ კომპრომისული წინადადებების წარმოდგენა. ამას მხოლოდ ოპოზიციაზე არ ვამბობ, ჩვენზეც ვლაპარაკობ. ჩვენ არაერთი კომპრომისული წინადადება უკვე დავაყენეთ და მივიტანეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, რადგან ამას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობსითვის, „ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.
ოპოიცია მოლაპარაკებებში ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლას ითხოვს თუმცა, როგორც „ლეიბორსიტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თუ მოლაპარაკებებში სხვა წარმომადგენელი არ იქნება ხელისუფლებიდან, მოლაპარაკებები მაინც არ ჩაიშელბა, რადგან ეს „ხელისუფლებისთვის ხსნა იქნება“.











