სრულიად ოპოზიციური სპექტრი და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ მოლაპარაკებებისა და შეთანხმებისთვის, – ამის გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევანი – დაპირისპირება ან შეთანხმება და თანამშრომლობა.
„მთელი ცივილიზებული სამყარო, აშშ, ევროკავშირი, ყველა ჩვენი მხარდამჭერი ქვეყანა მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ ხელი აიღოს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებისთვის, დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და დავიწყოთ შეთანხმებისთვის მზადება.
ჩვენმა მეგობარმა ფასილიტატორმა ელჩებმა, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა გამოთქვეს მზაყოფნა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი. მოლაპარაკებები უნდა შეხებოდეს ოთხივე საკითხს, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო წაყენებული. პირველ რიგში, სამართლებრივად უნდა გადაწყდეს ნიკა მელიას დაკავების საკითხი. იმედი მაქვს, ამ თემაზე აღარც კი ფიქრობს „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ ეს კიდევ უფრო დაამძიმებს მათ მდგომარებას, რომელშიც დღეს არიან. რა თქმა უნდა, მასთან ერთად უნდა გათავისუფლდეს გიორგი რურუა და უნდა დამთავრდეს ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშსწორება. აუცილებელია სასწრაფოდ დაიწყოს საარჩევნო რეფორმა ისე, როგორც ეს მოლაპარაკებების მაგიდაზე იყო. შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და გადავიდეთ სრულად პროპორციულ სისტემაზე და რაც მთავარია, შევთანხმდეთ რიგგარეშე არჩევნების თარიღზე“,-განაცხადა ვაშაძემ.










