„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს, თუ ოპოზიციის მოთხოვნები დაკმაყოფილდება, ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს აშშ-ს ელჩის რეზიდენციასთან განუცხადა, სადაც ამ წუთებში ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ელჩების შუამავლობით საარჩევნო საკითხთან მიმართებით მორიგი შეხვედრა მომდინარეობს.
„მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გრძელდება, მნიშვნელოვანია, რომ მოკლე დროში ხდება შემდგომი შეხვედრა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, მზად ვართ სწორი შეთანხმებისათვის, რომელიც ჩვენს მოთხოვნებზე იქნება დაფუძნებული. დანარჩენს შევხედოთ, ეს დამოკიდებულია, რა იქნება დღეს შეხვედრაზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.










