fbpx
11/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

“ნადიკვრის” პარკის რეაბილიტაცია კვლავ დაპირისპირების საგნად იქცა

20:05 July 1, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

„ნადიკვარი“ ტრადიციულად, ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების დასასვენებელი ადგილია და ის, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ ბორცვზე მდებარეობს. პარკის ჩრდილოეთ ნაწილიდან, თელავის ჩრდილო- აღმოსავლეთის ხედი, ალაზნის ველიდან კავკასიონამდე იშლება.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პროექტს იწუნებენ და ამბობენ, რომ ასეთი ფორმით რეაბილიტაცია, პარკს იერსახეს უკარგავს და მთავარ ღირსებას, ხედებს ფარავს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი პარკის რეაბილიტაციისათვის ოთხჯერ გამოაცხადა. საბოლოო ტენდერში, გამარჯვებული შპს „ბერმუხა“ გახდა, რომელიც „ნადიკვარზე“ პარალელურად, სცენის მოწყობის სამუშაოებზეც მუშაობს.

პარკის რეაბილიტაციის პროექტის ავტორი, კი, ასევე ტენდერით გამოვლენილი კომპანია „რენდერ- არქია“.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, პროექტით გათვალისწინებული, დიდი რაოდენობით ფანჩატურების მოწყობის წინააღმდეგია.

ეს ადგილი ქალაქის სავიზიტო ბარათია. ათეულობით წლების განმავლობაში, ყველა მნახველი აქ მოდის. გადმოცემა გვეუბნება, რომ ერეკლეც იწვევდა აქ საპატიო სტუმრებს. პარკში იყო ფანჩატურები, მაგრამ მცირე რაოდენობით, რაც ხედს არ ფარავდა და გაუგებარ სურათს არ ქმნიდა.

ამფითეატრს რას უპირებენ, არ ვიცით. ახლა ისე აპირებენ მოწყობას, რომ ხედები საერთოდ აღარ გამოჩნდება და ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ადგილი გახდება- განაცხადა ერთ- ერთმა ადგილობრივმა მაია ახალმოსულიშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნიკა ვარდოშვილი ამბობს, რომ მიმდინარე პროცესს, როგორც რიგითი თელაველი ისე აპროტესტებს.

წინა ხელისუფლების დროსვე ვამბობდი, როცა ისტორიული გორა შუაზე გაჭრეს და ხიდი გააკეთეს, რომ ამის დამახინჯება არ შეიძლებოდა. ჯერ ერთი ბორცვი, რაზეც „ნადიკვარია“ გააფუჭეს. გარდა ამისა, ეს ხიდი საშიშია, განსაკუთრებით ბავშვებისათვის.

ეს ადგილი უნდა ამოივსოს და ძველი სახე დაუბრუნდეს. გაუგებარი ღობეებით კი არ უნდა შემოიღობოს. რეაბილიტაციის ნაცვლად, პარკის დამახინჯება მიდის- განაცხადა ვარდოშვილმა.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თენგიზ სიმაშვილი, რომელიც ძველი თელავის ისტორიას სწავლობს, ამბობს, რომ პარკში ხიდის ადგილი არ არის.

რა უნდა აქ ხიდს? ისტორიულად,არცერთი დოკუმენტი არ გვეუბნება, რომ აქ ხიდი იყო- განმარტავს სიმაშვილი.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ პარკის რეაბილიტაციის პროექტი უკვე არსებობს და ტენდერიც დასრულებულია.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლის, დავით ქსოვრელიშვილის განმარტებით, ხიდი უკვე არსებობდა და მისი მოშლა აღარ შეიძლებოდა. რაც შეეხება ფანჩატურებს, ისინი პარკში იმავე რაოდენობით დარჩება.

ხიდის არსებობას ვეღარ გავექცეოდით. ამიტომ გადაწყდა გალამაზება და უსაფრთხოებისათვის ჯებირების მოწყობა. ფანჩატურები რჩება იმავე რაოდენობით, ძველ იერსახესთან მაქსიმალურად მიახლოებული- განაცხადა ქსოვრელიშვილმა.

„ნადიკვრის“ პარკის რებილიტაციის პროექტის ღირებულება 315. 410 ლარია.

სამუშაოები უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს და 120 დღის განმავლობაში გაგრძელდეს.

პარკის რეაბილიტაცია 2012 წელსაც განხორციელდა. სამუშაოები მსოფლიო ბანკმა 5. 424. 352 ლარით დააფინანსა.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

თეგები: ნადიკვარი

დაკავშირებული სტატიები

რეგიონები

პროტესტის შემდეგ თელავის მერიამ პარკ ნადიკვრის სარეაბილიტაციო პროექტი შეცვალა

November 18, 2020
816

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია