დღესდღეობით მსოფლიოში კორონავირუსის დაახლოებით 4 000-მდე მუტაცია არსებობს,- ამის შესახებ ვაქცინის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრმა, ნადიმ ზაჰავიმ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„დღესდღეობით მსოფლიოში კორონავირუსის დაახლოებით 4 000 ვარიანტი არსებობს. ყველა ვარიანტს ვინახავთ, რათა მზად ვიყოთ, ვუპასუხოთ ვირუსის ნებისმიერ გამოწვევას“, – განაცხადა ნადიმ ზაჰავიმ.
მისი თქმით, მეცნიერები ვაქცინების გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობენ, რათა ისინი ყველა მუტაციის წინააღმდეგ ეფექტური იყოს.










