fbpx
24/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ნახეთ თბილისის ქუჩები, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

13:14 December 30, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
862
ნახვა

„დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო, დღეს 13:00 საათიდან პირველი იანვრის 06:00 საათამდე, პირველი რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება“, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ, ჯავახიშვილის ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე მხოლოდ თავისუფლების მოედნის მიმართულებით. შეიზღუდება მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებების ზეთის ხილის ხესთან მობრუნება და პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაადგილება.

„თავისუფლების მოედნიდან მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირველი რესპუბლიკის მოედნის გამოყენებით. მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდება ზეთის ხილის ხის შემდგომ, რუსთაველის გამზირზე.

მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯავახიშვილის, ინაშვილის, მესხიას და ლაღიძის ქუჩების გავლით, რუსთაველის გამზირის გამოყენებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებებით: ავტობუსები – N6, N14, N31, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150, N301 და მიკროავტობუსები – N2, N31, N41, N72, N120, N145, N170 რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას იმოძრავებენ პირველი რესპუბლიკის მოედნის გავლით, ხოლო მელიქიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მგზავრობას განაგრძობენ ჯავახიშვილისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩისკენ, რის შემდეგაც, გადაადგილდებიან დადგენილი სქემით.

ავტობუსები – N59 და N91, რომლებიც მელიქიშვილის ქუჩიდან გადაადგილდებოდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით ზეთის ხილის ხემდე, მოძრაობას განაგრძობენ ჯავახიშვილის ქუჩაზე და შემდეგ იხელმძღვანელებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, გალაკტიონ ტაბიძის ხიდისა და ჯავახიშვილის ქუჩის დახმარებით, სვლას განაგრძობენ კოსტავას ქუჩის მიმართულებით და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

N33 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან, ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობს და ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ქუჩიდან გადაინაცვლებს მარცხენა სანაპიროზე და ბარათაშვილის ხიდის გავლით, მარჯვენა სანაპიროს, ჯავახიშვილისა და კოსტავას ქუჩებს დაუკავშირდება და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს“,- აღნიშნავენ თბილისის მერიაში.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია