fbpx
04/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ნათელაშვილისგან განსხვავებით, ყოველ წელს შეხედულებებს არ ვიცვლი“- ყაველაშვილი

17:11 July 21, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
887
ნახვა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ნაძალადევის საარჩევნო ოლქში, მიხეილ ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის კანდიდატ შალვა ნათელაშვილთან შედარებით უპირატესობა აქვს, რადგან მისგან განსხვავებით, შეხედულებებს ყოველ წელს არ იცვლის.

„უპირატესობა მაქვს, რადგან „ქართული ოცნების“ წევრი ვარ, ასევე უფრო ადეკვატური ვარ და ყოველ წელს შეხედულებებს არ ვიცვლი იქედან გამომდინარე, თუ ვინ არის ჩემ გარშემო. ეს ყველაფერზე პასუხია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კონკურენტი შალვა ნათელაშვილი დიდი ხანია, პოლიტიკაშია, საზოგადოებას თავი დაამახსოვრა იმით, რომ პოზიციებს ხშირად იცვლის და მის არაადეკვატურ გამონათქვამებზე საუბარი ზედმეტია.

შეჯიბრის თვალსაზრისით, როგორც სპორტსმენი ადამიანი, რაც თავი მახსოვს ყოველთვის გამარჯვებისკენ მივისწრაფვი და ამ თემას სპორტული ჟინიც რომ მივცე, ეს ახალი არ არის. ვეცდები, რომ მაქსიმალურ შედეგს მივაღწიო. შალვა ნათელაშვილი სპორტშიც და ყველგან არასტაბილური პერსონაა. კონკურენტი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, ყველაფერი ხუმრობაში გადამეტანა, მაგრამ ამომრჩეველს პატივს ვცემ.

ამ ადამიანს რესურსი ჰქონდა, რომ კარგი პოლიტიკოსი ყოფილიყო, მაგრამ ის შეფასებები, რასაც აკეთებს, ჩემთვის მიუღებელია ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც. თუ დააკვირდებით, ოპოზიციაში მყოფი ადამიანები დიდი ხანია, პოლიტიკაში არიან და ზუსტად მათი იმიჯიდან არის წარმოქმნილი, რომ ადამიანებს პოლიტიკის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვთ. გვინდა, რომ ეს იმიჯი შეიცვალოს და პრობლემებსა და გამოწვევებზე იყოს აქცენტირებული“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

თეგები: მიხეილ ყაველაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ძალადობრივ კონტრაქციაზე კითხვები თუ დარჩება, პარლამენტი პასუხებს შსს-ს მოსთხოვს – ყაველაშვილი

July 6, 2021
799
პოლიტიკა

10-11 წლის გოგოებს უგზავნიდნენ სასქესო ორგანოების სურათებს და ასეთი სახის შეურაცხყოფას მმართველი ძალა კადრულობდა – მიხეილ ყაველაშვილი

March 10, 2021
1.3k
პოლიტიკა

ამ ფაბრიკაციებით საზოგადოებას ახსენებენ, თუ რას წარმოადგენენ – ყაველაშვილი ფარულ ჩანაწერზე

March 6, 2021
878

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია