„ნათია კარგი მუშაკი იყო, ყოველთვის გამორჩეული თავისი პრინციპულობით და პოზიციით“,- ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას.
როგროც ვოლსკი ამბობს, მისი გადაწყვეტილება გიორგი გახარიას ვერ დაასუსტებს, რადგან მთავრობის ადმინისტრაციაში სხვა ბევრი კარგი თანამშრომელი მუშაობს.
„დავინახავთ მომავალში სად გადავა. ადამინების პირად გადაწყვეტილებებს ნუ ავაგებთ ინფორმაციის ბასრ წვერზე, როგორც თქვენ გინდათ.. ზოგი ადამიანი მიდის, ზოგი მოდის, ზოგი კერძო სექტორში გადადის და ა.შ.
ნათია კარგი მუშაკი იყო, ყოველთვის გამორჩეული თავისი პრინციპულობით და პოზიციით. გიორგი გახარიას ეს ვერ დაასუსტებს, რადგან მთავრობის პარტიაში საკმაოდ ბერვ მუშაობს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხარა.











