fbpx
15/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ნათია თურნავა ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

21:56 September 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
764
ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა.

შეხვედრისას მინისტრმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უცვლელი სტრატეგიული პარტნიორია და ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს, ამ პარტნიორობის თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანისთვის.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ქართული მხარის მზაობას, აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებასა და გაღრმავებაზე, ისევე, როგორც სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განვითარებაზე.
ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოში ამერიკული ინვესტიციებისა და ბიზნესების პერსპექტივებს.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის საკითხი და კონგრესმენებს მოლაპარაკებების პროცესის დაწყებისთვის მხარდაჭერისთვის მიმართა.

ნათია თურნავამ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა აშშ-ს მიერ საქართველოს ეკონომიკის სექტორში მიმდინარე სხვადასხვა პროექტების ძლიერი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდამჭერ პროგრამებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

„გვქონდა კარგი შესაძლებლობა, ამერიკელ კონგრესმენებთან გვესაუბრა იმ პერსპექტივებზე, რაც ამერიკა-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში, ძალიან ბევრს გვეხმარება ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ჩვენი უცვლელი, ძალიან ძლიერი მხარდამჭერი და მართლაც სტრატეგიული პარტნიორი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად მიმდინარე წლის შვიდ თვეში ამერიკა-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოდან აშშ-ში ექსპორტის ზრდამ 127%-ს მიაღწია. აღინიშნა, რომ დღესდღეობით ქართულ ბაზარზე საკმაოდ წარმატებულადაა წარმოდგენილი 300-მდე ამერიკული კომპანია.

„თუმცა, ეს არ არის საკმარისი, გაცილებით ბევრის გაკეთება შეგვიძლია და რა თქმა უნდა, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია, ამერიკული ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში. ამასთან უნდა ითქვას, რომ ამერიკული კომპანიების მიერ დღემდე საქართველოში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. უნდა ითქვას ისიც, რომ ამერიკის შერთებული შტატები ტრადიციულად ლიდერობს ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ტოპ-ათეულში, ასევე ინვესტიციების თვალსაზრისით და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეგვიძლია უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია