„თანამედროვე სამყაროში დამოუკიდებლობა გადის დამოუკიდებელ ეკონომიკაზე, საკუთარ წარმოებაზე, რომელიც უნდა ავაღორძინოთ და, რა თქმა უნდა, ძლიერ, დამოუკიდებელ ენერგოსისტემაზე”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს გააკეთებს.
„ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან იმედიან საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც რეფორმების, ჩვენ მოქალაქეების შრომისა და ნიჭიერების შედეგად სულ რამდენიმე წელიწადში, 2024 წელს გააკეთებს განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე. რა თქმა უნდა, 30 წლის შემდეგ, ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, უკვე ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები უნდა გავხდეთ. ყოველ შემთხვევაში, არ უნდა ჩამოუვარდებოდეთ ცხოვრების დონით ევროკავშირის სახელმწიფოებს“, – განაცხადა მინისტრმა.











