„სწორედ დღევანდელი დღე, ნათლისღების საიდუმლო იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რომელიც შეიტანს გარდატეხას პანდემიის დამარცხებაში“,- ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა სამებაში, ღვითისმსახურებაზე ბრძანა.
„ის ყოველთვის მოგვანიჭებს გამარჯვებას. მთავარია, არ შეირყას ჩვენი სარწუნოება, ჩვენი სასოება და სიყვარული. სწორედ ამისთვის არის განსაცდელი. ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანს ფიზიკური თუ სულიერი ტკივილით რწენა შეურყიოს. თუ რწმენა შეირყა, მაშინ ადამიანის დამარცხება ადვილია. მაგრამ თუ რწმენა არ შეირყევა, იმედი არ დაგვეკარგება და ღვთისა და მოყვასის სიყვარული ძლიერი გვექნება, ვერავითარი ბოროტება ვერ დაგვამარცხებს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა.











