„ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი ხორციელდებოდეს, პოლარიზაცია შემცირდეს და პარლამენტმა და მთავრობამ იფუნქციონიროს”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის წინ განაცხადა.
„ასევე გვახარებს ის, რომ არსებობს პროგრესი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით და აშშ-ის ელჩი ამ კუთხით ძალიან აქტიურია. ასე რომ, მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება და ეს პირველ რიგში კარგი ახალი ამბავია ქართველებისთვის, ვინაიდან მათ რეფორმების განხორციელება სჭირდება და ასევე ნატო-სთვის, რადგან ნატოსთან დასაახლოვებლად, ნატოში შესასვლელად, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესები უნდა ფუნქციონირებდეს“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.











