ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარტია ხვალ დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილის მესამე მოსმენას არ დაესწრება.
„ჩვენ ხვალ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ამბობს ერთსა და იმავეს – შეთანხმება უნდა შესრულდეს სრულად. სრულად შესრულება კი ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პატიმარი არ უნდა ყავდეს ქვეყანას, უნდა გათავისუფლდეს ბოლო პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, საქართველოში კი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს პილიტიკური დევნა.
ხელისუფლება თუ შეიგნებს იმას, რომ საერთო კონსენსუსით მიღებული საარჩევნო ცვლილებები იქნება უკეთესი ქვეყნისთვის და ის მეტს ნდობას აღძრავს წინასაარჩევნოდ, კარგი იქნება. თუ ვერ შეიგნებს, მაინც მოუწევს მას გიორგი რურუას გათავისუფლება, ვინაიდან ეს არის როგორც ყველა პოლიტიკური პარტიის, ისე ყველა ჩვენი საერთაშორისო მეგობრის მოთხოვნა“,- განაცხადა გოცირიძემ.
ხვალ, საკანონმდებლო როგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.











