“თუ პარლამენტში არ შემოვლენ, ყველაფერი გაგრძელდება და გადაწყდება, რადგან 113 ხმა არსებობს. „ნაციონალური მოძრაობა“ თავს იღუპავს მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელობს ნაცფარაონების მითითებებით უცხოეთიდან”, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„იმის გამო, რომ პარლამენტში 113 ხმაზე მეტი სამი ხმაა, გარდაუვალ აუცილებლობას არ წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლა, თუმცა თუ შემოვლენ, ვთვლი, რომ კარგი იქნება.
თუ პარლამენტში არ შემოვლენ, ყველაფერი გაგრძელდება და გადაწყდება, რადგან 113 ხმა არსებობს. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის თავს იღუპავს მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელობს ნაცფარაონების მითითებებით უცხოეთიდან“, – განაცხადა ზილფიმიანმა.










